მრავალბინიანი საცხოვრებელი ვაზისუბანში

PROJECT DESCRIPTION:

  • მისამართი: თბილისი, ვაზისუბანი, ჯუმბერ ლეჟავას ქ. 15
  • ჩაბარების კონდიცია – მწვანე კარკასი
  • მინიმალური ფართი – 39,5 კვ.მ.
  • სტატუსი – მიმდინარე
  • ჩაბარების თარიღი – 2024 წელი

ვაზისუბანში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო. პროექტის ჯამური ფართი არის 10 000 კვ.მ და შედგება 80 ბინისგან. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ფართების გადაცემა დაგეგმილია 2024 წელი.

მდებარეობა

ვაზისუბნის პროექტს თბილისში ერთ-ერთი  საუკეთესო მდებარეობა აქვს,  ბუნებრივი მწვანე სივრცეები, თბილისის ზღვა და ჰუალინგის დიდი სავაჭრო ცენტრი შენს ახლოს იქნება. საცხოვრებელი საკმაოდ ახლოს არის ვარკეთილის მეტროსთან, მიმდებარე ქუჩებზე კი განლაგებულია რამოდენიმე ავტობუსისა და მიკროავტობუსის გაჩერებები.

კონსტრუქცია

ვაზისუბნის პროექტი 10 სართულიანია, მინუს სართულზე განთავსებულია იქნება შიდა პარკინგი, პირველ სართულზე კი კომერციული ფართები და რამოდენიმე საცხოვრებელი. კორპუსს ექნება ორი შესასვლელი/კიბის უჯრედი და ერთი სამგზავრო/სატვირთო ლიფტი. მიმდებარედ განთავსდება 250 კვ.მ მწვანე სივრცე, საბავშვო მოედანი და გარე პარკინგის წერტილები.

უსაფრთხოება

საცხოვრებელი  გამორჩეულია უსაფრთხოების დაცვის ინფრასტრუქტურით. იგი შენდება კლდოვან ნიადაგზე, კორპუსში დამონტაჟდება ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი, გამჭოლი ვენტილაციის სისტემები.  მოკლე ჩართვის პრევენციისთვის გამოყენებული იქნება დამიწების ტექნოლოგია. კარკასზე გაკეთდება ჰიდროიზოლაცია და თბოიზოლაცია ტემტერატურის შენარჩუნებისთვის.

ბინისფართები

საცხოვრებელი ფართები იწყება 39.5 კვ.მ -დან,  პროექტში არის ორ-ოთახიანი და სამ- ოთახიანი ბინები, ყოველ მათგანს აქვს საზაფხულო ფართი. ბინების განლაგების და პარამეტრების არქიტექტურული ცვლილება კომპანიის მომსახურებით იქნება შესაძლებელი.